რა უნდა ვიცოდეთ APL სერტიფიკატების შესახებ


ISO სერტიფიკატები არის მტკიცებულება კომპანიის მაღალი ხარისხის მუშაობის შესახებ, რომელიც ორიენტირებულია მისი პარტნიორებისა და მომხმარებლების ინტერესებზე, კომპანია მუდმივად აუმჯობესებს წარმოებისა და ვაჭრობის მეთოდებს. ეს არის ცივილიზებული ბიზნესის მყარი კომპონენტი, რომლის ნდობაც ნებისმიერ გარემოებაში შეიძლება.
ISO 9001 სერტიფიკატი ნიშნავს, რომ კომპანია შეესაბამება ISO 9001-2015 „ხარისხის მართვის სისტემის“ სტანდარტს და არის საწარმოს კომპეტენტური მენეჯმენტის, საიმედოობის მაღალი დონის და მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობის მტკიცებულება.
ISO 22000 სერტიფიკატი — დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სურსათის საწარმომ დანერგა და შეინარჩუნა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემაში მიღებული HACCP მოთხოვნები და კომპანია შეესაბამება ISO 22000-2005 სტანდარტს „მართვის სისტემები სურსათისა და საკვები პროდუქციის უვნებლობის სფეროში“.
საწარმოში დანერგილი ხარისხისა და უსაფრთხოების მართვის სისტემა დამოწმებულია დამოუკიდებელი ევროპული სასერტიფიკატო ორგანიზაციის TUV Austria Group-ის მიერ.
Acumullit SA სერიის პროდუქცია მონიშნულია TUV რეგისტრირებული ნიშნებით შემდეგი წარწერით: „ეს პროდუქტი დამზადებულია დაწესებულებაში, რომელიც იყენებს ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემას“.
KOSHER სერტიფიკატი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ Acumullit SA ყინულკრამელი არის კოშერული და სრულად შეესაბამება ქაშრუტის მკაცრ მოთხოვნებს, ჯანსაღი კვების შესახებ სპეციალურ კანონს.
ისრაელის რაბინათმა და ლონდონის Betoh Din ქაშრუთის დანაყოფმა (KLBD) Acumullit SA სერიას მიენიჭეს უმაღლესი კოშერული სტატუსი — BaDaTs (ორთოდოქსალური ებრაული ქაშრუტი, რომელსაც იცავენ და აღიარებენ ებრაელები მთელს მსოფლიოში).
კომპანიის პროდუქცია დამტკიცებულია KLBD-ის მიერ კოშერის ლოგოს გამოყენების უფლებით მთელი წლის განმავლობაში.
HALAL სერტიფიკატი ადასტურებს, რომ პროდუქტი დამზადებულია ისლამური იურისპრუდენციის მოთხოვნების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს აკრძალულ ინგრედიენტებს.
ჰალალი არის მუსლიმური კვების დიეტური სტანდარტი: უსაფრთხოება, სიწმინდე, სარგებელი ჯანმრთელობისთვის, მავნე კონსერვანტებისა და დანამატების არარსებობა, შენახვის ვადის დაცვა და შენახვის პირობები.
Halal-ის ნიშანი იძლევა რელიგიისადმი მეგობრული პროდუქტების დაუყოვნებლივ, მარტივ და უსაფრთხო დიფერენცირების საშალებას მომხმარებლებისთვის ყველა ქვეყანაში და სხვადასხვა დანიშნულების ბაზარზე.
აღნშნავს, რომ პროდუქციამ გაიარა საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი შეფასების პროცედურა. EAC ნიშნის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სერტიფიკატის ან პროდუქციის საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაციის მიღების შემდეგ. დეკლარაცია შედგენილია მწარმოებლის მიერ, რეგისტრირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ და აღიარებულია როგორც შესაბამისობის ერთიანი დოკუმენტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყანაში.