+ APL-ის ოჯახთან გაერთიანება
მაღაზია მხარდაჭერა შესვლა
Georgia

როგორ უნდა ჩაწეროთ პროდუქტის ვიდეო-შეფასება?

შეადგინეთ შეფასების გეგმა

1. შეადგინეთ შეფასების გეგმა. იგი შესაძლოა შეიცავდეს:

  • საკუთარი თავის წარდგენას;
  • პრობლემის აღწერას;
  • იმ პროდუქტის აღწერას, რომელიც დაგეხმარათ;
  • მიღწეული შედეგის აღწერას.

2. მოიფიქრეთ, სად შეგიძლიათ ჩაწერა. აირჩიეთ ყველაზე „გემრიელი“ და ლამაზი ლოკაცია: მოდური სივრცეები, მყუდრო და ატმოსფერული ადგილები და ა.შ.

3. იპოვეთ ადამიანი, რომელსაც საუკეთესო ტელეფონი/კამერა აქვს და ცოტა მასალას მაინც იღებს თავისი თავისთვის და სოციალური ქსელებისთვის. სთხოვეთ დაგეხმაროთ ვიდეოს გადაღებაში.

4. თუ მიკროფონს არ იყენებთ, ეცადეთ მშვიდი ადგილი აარჩიოთ, თუ ხმაურიან ადგილას ჩაწერთ, თქვენი მოსმენა გართულდება და შეფასებაც არ იმოქმედებს. ვიდეოს ნაწილების გაერთიანებას ტელეფონში შეძლებთ, მაგალითად უფასო აპში inShot.

5. მოწესრიდგით გადაღების წინ. გარეგნობა სიტყვებზე უფრო მნიშვნელოვანია თქვენი გამომწერებისთვის. რა თქმა უნდა, გირჩევთ პროფესიონალ ვიზაჟისტებს, სტილისტებსა და დალაქებს მიმართოთ. თუმცა, ნუ გამოეწყობით ისე, თითქოს წვეულებაზე მიდიხართ. ჰარმონიული, ბუნებრივი იმიჯი უნდა შეიქმნათ.

6. ნუ წაიკითხავთ ტექსტს და ნუ ჩაიხედებით. ცდებით, თუ თვლით რომ გამომწერები ამას ვერ შეამჩნევენ. ისაუბრეთ გულით ან წინასწარ ისწავლეთ ტექსტი. აუცილებლად მიყევით გეგმას.

7. წინასწარ მოიფიქრეთ, სად გამოაქვეყნებთ ვიდეოს. სოციალური ქსელების უმეტესობისთვის ვიდეოს ჰორიზონტალური ფორმატია შესაბამისი. ვერტიკალური ფორმატი იდეალურია მხოლოდ ინსტაგრამის ისტორიებისთვის. მაგრამ Instagram, youtube, FB-ისთვის ჰორიზონტალური ფორმატი სასურველია. გააფრთხილეთ ის ადამიანი, რომელიც გადაგიღებთ, როგორ დაიჭიროს კამერა სწორად. (ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად).

8. შეფასების ვიდეოს 1 წუთზე მეტხანს ნუ ჩაწერთ, რაც უფრო მოკლე და დინამიკური იქნება ვიდეო, მით უკეთესი.

9. აუცილებლად გამოიყენეთ იმ სოციალური ქსელის ყველა მახასიათებელი, რომელშიც აქვეყნებთ ვიდეოს: ჰეშთეგი, გეოლოკაცია და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ რეკლამა ახალი აუდიტორიისთვის.

10. თუ ვიდეოს მესამე მხარეებს გადასცემთ არა მხოლოდ სანახავად, არამედ შემდგომი გამოქვეყნებისთვის, გამოიყენეთ ღრუბლის საცავი, რომელიც თქვენი ვიდეოს ხარისხს უცვლელად დატოვებს.

კალათა
X
პროდუქტები არ არის შერჩეული
პარტნიორული სტატუსის გასაფორმებლად დაამატეთ კალათში Acumullit SA სერიის შემდეგი თანხის პროდუქტები: EUR
გაუქმება
სტატუსის გასაფორმებლად საკმარისი პროდუქტია არჩეული
${getItemCategory(item.category)}
ფასდაკლების გარეშე: EUR
ფასი: EUR
ფასი: EUR
ფასი: EUR
EUR
EUR
EUR