5 შეცდომა თვალის ირგვლივ კანის მოვლის რუტინაში
დაბანისას წყლის შეუსაბამო ტემპერატურა ⠀
დაბანისას წყლის შეუსაბამო ტემპერატურა ⠀
წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, 22-24 გრადუსი. ცხელი წყალი აზიანებს და აშრობს კანს, ცივი წყალი ავიწროებს სისხლძარღვებს და არღვევს კვების პროცესს.
იყენებთ ჩვეულებრივი სახის საცხს ⠀
თვალების ირგვლივ დელიკატური და თხელი კანი განსაკუთრებულ ნაზ კომპოზიციას და მსუბუქ ტექსტურას მოითხოვს. ⠀
არასწორად ისვამთ საცხს
დაიმახსოვრეთ ჩვენი კოსმეტოლოგის რჩევა: დაიტანეთ საცხი ძვლის გასწვრივ მცირე მოძრაობებით თვალის შიდა კუთხიდან პერიფერიის მიმართულებით ზედა ზონის გასწვრივ და პირიქით ქვედა ზონის გასწვრივ. ⠀
არ იშორებთ მაკიაჟს
რაც არ უნდა დაღლილი იყოთ, არ არსებობს მიზეზი ამ ეტაპის გამოტოვებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კოსმეტიკური საშუალებების ნარჩენები მთელი ღამის განმავლობაში შეერევა კანის ცხიმს და თქვენს გარეგნობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ⠀
არ ატარებთ მზის დამცავ სათვალეს ან სათვალეს დიოპტრიებით ⠀
მზეზე თვალების მოჭუტვა ან მხედველობის დაქვეითების გამო თვალის ირგვლივ ნაოჭების გაჩენის პირდაპირი გზაა. რეგულარულად ეწვიეთ ოფთალმოლოგს და ყოველთვის თან იქონიეთ სათვალე.