წელს „ოქროს ფოთლის“ გადაცემის წესი განახლდა
წარმოიდგინეთ ოსკარებით დაჯილდოების ცერემონია: ჯერ აცხადებენ პრეტენდენტებს, გამარჯვებულის სახელს კი მნიშვნელოვან საღამომდე საიდუმლოდ ინახავენ. წელს „ოქროს ფოთლით“ დაჯილდოებასაც ასე წარვმართავთ.
წარმოიდგინეთ ოსკარებით დაჯილდოების ცერემონია: ჯერ აცხადებენ პრეტენდენტებს, გამარჯვებულის სახელს კი მნიშვნელოვან საღამომდე საიდუმლოდ ინახავენ. წელს „ოქროს ფოთლით“ დაჯილდოებასაც ასე წარვმართავთ.
სექტემბერში უკვე გავხსნით ნომინაციებს თანმიმდევრულად. ყოველი ნომინაცია მოიცავს სამ სახელს. სამი პარტნიორი, რომელთა შედეგები შეესაბამება ოფიციალურ კრიტერიუმებს და ისინი თავიანთ ნომინაციაში საუკეთესოთა რიგებში შევიდნენ.
ხოლო ამ სამეულთა შორის გამარჯვებულის სახელი და „ოქროს ფოთლის“ მფლობელი მხოლოდ 7 ნოემბერს, APL GO-ს იუბილეზე გამჟღავნდება.
ცერემონიამდე ყოველ პრეტენდენტს ექნება დრო განვითარებისთვის, ჩვენ კი შევძლებთ, თვალი ვადევნოთ ამ ისტორიას და გამოვიცნოთ, თუ ვინ იქნება გამარჯვებული.
„ოქროს ფოთოლი“ უბრალოდ ჯილდო არ არის. ეს არის მიღწეული შედეგის აღიარება და მას შემთხვევით ვერ მიიღებთ. სამეულის ყოველი სახელის უკან დგას უამრავი სამუშაო, გუნდი, კონკრეტული მიღწევები და გრძელი გზა განვითარებისკენ.
ახლა ეს გზა არა მხოლოდ დაჯილდოების საღამოს იქნება ხილული. თვალი ადევნეთ ნომინაციებს, ძალიან მალე გაგიმხელთ პირველი სამუეულის სახელებს.